ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლებს. შეხვედრა შარლ მიშელის დღის წესრიგში, ხვალ, 14 ივნისსაა ჩანიშნული.
შეხვედრა ბრიუსელის დროით 12:30 საათზე დაიწყება, თბილისის დროით კი - 14:30 საათზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში უკვე გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.