მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიუსელში პრეზიდენტის მიმართვა და გზავნილები, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა- ვახტანგ მახარობლიშვილი

6474e546da8c2
ალა ისპირიანი
29.05.23 21:45
376
ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვახტანგ მახარობლიშვილის განცხადებით, ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ძალიან დიდი მნიშვნელობისაა.

მისი განმარტებით, ამ დროს, როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს ელოდება, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"დღის წესრიგის მთავარ ელემენტს წარმოადგენს პრეზიდენტის მიმართვა ევროპარლამენტში. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან პროცესშია, ახლო მომავალში ევროკომისიას ზეპირსიტყვიერ მოხსენებას ველოდებით, ხოლო მოგვიანებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად ამ კონტექსტში ევროკავშირის ყველა ინსტიტუტის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ევროპარლამენტი ყოველთვის ძალიან ხმამაღალი იყო საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა და შესაბამისი გზავნილების გაჟღერება იმისათვის, რომ საქართველოს წლის ბოლოსკენ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ძალიან დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს", - განაცხადა მან.

პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები