მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი 31 მაისს, 13-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს

6474dab25dddd
BM.GE
29.05.23 21:00
710
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

31 მაისს კი, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.