ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება. როგორც ის Twitter-ზე წერს, ახლა მთავარია ქვეყნის ყურადღება სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს.
"ვაფასებ ყველა ქართველს, რომელმაც ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურში არჩევანი გააკეთა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა ქვეყნის ფოკუსი სიღრმისეულ სტრუქტურულ რეფორმებს დაუბრუნდეს, რაც გაწერილია 19 აპრილის შეთანხმებაში, განსაკუთრებით კი კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროებში",- წერს შარლ მიშელი.