მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკომენდაციების შესრულება საკვანძო საკითხი იქნება - შარლ მიშელი საქართველოზე

649d7c4035d3a
მარიამ ვარადაშვილი
29.06.23 16:39
493
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეასრულებს საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებს.

მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება რეკომენდაციების შესრულების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, დეკემბრის ბოლოს იქნება.

“ზაფხულის შემდეგ ევროკომისია შეიმუშავებს ანგარიშს საქართველოზე. ამ ანგარიშზე დაყრდნობით ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს სავარაუდოდ, დეკემბერში იქნება. მივესალმებით ახლახანს გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერის კუთხით, თუმცა ვნახავთ, რა იქნება ამ ანგარიშში. ძალიან ბევრია დამოკიდებული საქართველოზე, რეკომენდაციების შესრულება საკვანძო საკითხი იქნება და ის მისცემს საშუალებას ევროპულ საბჭოს მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით”, - აცხადებს მიშელი.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი გასული წლის 3 მარტს, უკრაინის და მოლდოვის კვალდაკვალ წარადგინა, თუმცა მათგან განსხვავებით 2022 წელს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. ევროკომისიამ სტატუსის მიღების წინაპირობად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაუწესა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები