მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი გზავნილია მოლოცვა, მეორე კი ის რომ ახლა იწყება მუშაობის პერიოდი - შარლ მიშელი საქართველოს

შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საბჭოს ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული მედიის კითხვას უპასუხა. მიშელის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ახლა თავისუფლების მოედანზე აღნიშნავს, მისი პირველი გზავნილია მილოვცვა, ხოლო მეორე გზავნილია ის, რომ ახლა იწყება რეფორმებზე მუშაობის გადამწყვეტი პერიოდი, რამაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

“როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, მე მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრეზიდენტ მაია სანდუსთან, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს საკმაოდ ემოციური მომენტი იყო ჩემთვის მე ვუთხარი რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. მილოცვისას ჩემი პირველი მესიჯი იყო მილოცვა, მეორე კი ის რომ ახლა იწყება მუშაობის პერიოდი,”- განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირის სურვილია საქართველო კავშირის შემადგენლობაში შევიდეს, რისთვისაც EU ერთად მუშაობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

“ეს არის მოლოცვა და გააგრძელეთ კარგად მუშაობა, ევროპაში ჩვენ გვსურს, რომ თქვენ ევროკავშირის წევრი გახდეთ, მოდით ერთად ვიმუშავოთ,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვასთვის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოს კი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები