მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

6459ec972e328
მარიამ ვარადაშვილი
09.05.23 10:48
864
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.

“კარგია კიევში დაბრუნება. იქ, სადაც ყოველდღე იცავენ ევროპისთვის ძვირფასს ღირებულებებს. ევროპის დღის აღსანიშნავად ეს შესაბამისი ადგილია”, - წერს "ტვიტერზე" ლაიენი.

ევროპის დღე, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. შუმანმა წარმოადგინა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ კონცეფციამ საფუძველი ჩაუყარა იმ გაერთიანებას, რომელსაც დღეს ევროკავშირი ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები