მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU შედეგ ორ წელში უკრაინის ფინანსური დახმარების სამ ვარიანტს განიხილავს

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მთავრობებს წერილი მიწერა, სადაც უკრაინის ფინანსური დახმარების სამ ვარიანტზეა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად კვლავ განიხილება რუსეთისთვის გაყინული აქტივების გამოყენება. დასავლეთი გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას უკვე რამდენიმე წელია აქტიურად განიხილავს, თუმცა აქამდე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ყოფილა.

ოქტომბერში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის „დაუყოვნებელი ფინანსური საჭიროებები“ მომდევნო ორი წლის განმავლობაში დააკმაყოფილონ, თუმცა თავი შეიკავეს გეგმის მხარდაჭერისგან, რომელიც გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითვალისწინებდა კიევისთვის სესხის მისაცემად.

"ჩვენ სამი ძირითადი ვარიანტი გამოვყავით: წევრი სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერის გრანტებით დაფინანსება, შეზღუდული სესხი ევროკავშირის მიერ ფინანსური ბაზრებიდან აღებული სესხის მეშვეობით დაფინანსებით ან გაყინული აქტივების საბანკო ბალანსით უზრუნველყოფილი შეზღუდული სესხი", - წერს ფონ დერ ლაიენი წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილ წერილში.

წერილში აღნიშნულია, რომ 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ფინანსური საჭიროება 135.7 მილიარდ ევრო იქნება. აქედან უკრაინა 83.4 მილიარდ ევროს სამხედრო მიზნებზე დახარჯავს, 52.3 მილიარდი კი სხვა ხარჯებს მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები