მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში უკრაინას აგრარული სუბსიდიები შეეზღუდება

გაყინული აქტივები

გაერთიანებაში გაწევრიანების შემთხვევაში ევროკავშირი უკრაინას აგრარულ ბაზარსა და სუბსიდიებზე წვდომას მკვეთრად შეუზღუდავს. როგორც Financial Times-ი წერს, ევროკომისიამ ეს პირობა კიევს გაფართოების განახლებული სტრატეგიის ფარგლებში განუსაზღვრა.

მედიის ინფორმაციით, ეს ინიციატივა მიზნად ევროკავშირის წლიური, €55 მილიარდის ($60 მლრდ) ღირებულების აგრარული ბიუჯეტის დაცვას ისახავს. Financial Times-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ოფიციალურმა ბრიუსელმა ეს პირობა პროგრამაში პოლონეთის, საფრანგეთისა და იტალიის მიერ გამოთქმული პრეტენზიების შემდგომ ჩაწერა. როგორც მედია წერს, დასახელებულ ქვეყნებს უკრაინიდან ხორბლისა და მარცვლეულის მასშტაბური ნაკადის შემოსვლის შემთხვევაში ადგილობრივი ბაზრების ჩამოშლის ეშინიათ.

კომისიის შეფასებით, უკრაინის აგრარული სექტორის მასშტაბი და განსაკუთრებით მაღალი პროდუქტიულობა მარცვლეულის ფინანსური მხარდაჭერის მკაცრ შეზღუდვას აუცილებელს ხდის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შიდა ბაზრის დახურვის საკომპენსაციოდ, ბრიუსელი კიევს ომის გამო შეფერხებული ისტორიული საექსპორტო მარშრუტების აღდგენაში დახმარებას ჰპირდება, თუმცა ჯერ უცნობია, რა კონკრეტულ მეთოდებზეა საუბარი. ევროკომისიის მაღალჩინოსნები ახალ ინიციატივებს მიმდინარე კვირაში განიხილავენ და მათ ოფიციალურ დამტკიცებას სამშაბათს გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები