მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ოპოზიციას სახალხო მხარდაჭერა არ აქვს - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა. როგორც მან უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, შარლ მიშელს აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე უთხრა, რომ საქართველოში "ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება და არ აქვს სახალხო მხარდაჭერა".

„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა 4 წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა 4 წლის წინ.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას - მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები