მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შარშან ჯამში 40 პატენტი გაიცა - საქსტატი

საქსტატი
BM. GE
31.03.25 15:10
273

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ჯამში 40 პატენტი გაიცა. აქედან 38 ადგილობრივი განცხადება იყო, 2 კი ქართული. 2023 წელთან შედარებით პატენტების რაოდენობა მცირედით 3-ით გაზრდილია. საქსტატის თანახმად, საქპატენტში ჯამში 103 განაცხადი (ადგილობრივი და უცხოური) შევიდა და აქედან მხოლოდ 40 განცხადება დაკმაყოფილდა.

პატენტი არის დოკუმენტი, რომელსაც გასცემს სახელმწიფო პატენტმფლობელზე და ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება და სხვა. მფლობელს შეუძლია უფლება მისცეს ან გასცეს ლიცენზია სხვა პირებზე პატენტის გამოყენების შესახებ ურთიერთშეთანხმებული პირობებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები