შატილის მიმართულებით გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე და 79-ე კმ-ებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ღამის წვიმების შედეგად შატილის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იყო. ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც გარკვეულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.