მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შატო კვირიკე" სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს ააშენებს - ქობულეთის საკრებულომ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

შატო კვირიკე

ქობულეთის საკრებულომ “შატო კვირიკეს” გაფართოებისთვის სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობის მიზნით განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა. 16 სექტემბრის დადგენილების თანახმად, დამტკიცებული გეგმა ეხება 11 452 კვ.მ. ფართობის ტერიტორიის განვითარებას, რომელიც ქობულეთში, დავით მესხიძის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო “შატო კვირიკეს” გვერდით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ შპს “შატო კვირიკემ” მიმდინარე წლის მარტში bm.ge-ს განუცხადა, რომ იგეგმება 100 მლნ ლარის ინვესტიცია, რომლითაც, არსებული შატოს მიმდებარედ 300-ნომრიანი აპარტოტელის აშენება და ასევე ღვინის წარმოების გაზრდა იგეგმება.

საქმე ის არის, რომ მთავრობამ კომპანიას 13 000 მ2-ის მიწის ფართობი საინვესტიციო ვალდებულებით, პირდაპირი ფორმით 819 800 ათას ლარად მიჰყიდა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, „შატო კვირიკემ“ 3 წელიწადში ამ ტერიტორიაზე სასტუმრო და ღვინის წარმოება უნდა ააშენოს, რისთვისაც მინიმუმ 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს.

ქობულეთში $100 მლნ-ის ინვესტიციით 300-ნომრიანი აპარტოტელი აშენდება

ცნობისთვის, კომპანია „შატო კვირიკე“ სამეწარმეო რეესტრის მიხედვით 1999 წელს არის დაფუძნებული. ამავე ბრენდით ქობულეთში ტურისტული ობიექტი კი პანდემიურ პერიოდში 2021 წელს გაიხსნა. კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა, თუმცა 100%-იან წილს ჯიმშერ ზოიძე მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები