მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შატო ვარციხე" ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად პროექტს იწყებს

შატო ვარციხე

"შატო ვარციხე“ ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად პროექტს „იმერელი ფერმერი“ იწყებს. ამის შესახებ "მგზავრები ჯგუფის“ დამფუძნებელმა, დავით ცერცვაძემ BMGTV-ს გადაცემაში #რედაქტ2 ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, პროექტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სულ ერთი კვირაა რაც გამოქვეყნდა, თუმცა ინტერესი უკვე არის და შედეგების მოლოდინში არიან.

„ჩვენ სულ ერთი კვირაა სოციალურ ქსელში მეზობელ ფერმერებს ვუთხარით, რომ ხელს შევუწყობთ მათ, ვინც ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს. ეს იქნება ბოსტნეული, რძის ნაწარმი თუ სხვა. ჩვენ შევიძენთ იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე შუამავალი გთავაზობთ. ხალხსაც გვინდა დავანახოთ, რომ თუ ნატურალურს გააკეთებენ, მათი შრომაც დაფასებული იქნება და ჩვენც გვინდა, რომ მათი პროდუქტებისგან შევქმნათ პროდუქტი, რომლითაც ჩვენ ქსელებს მოვამარაგებთ ბაკურიანში, გუდაურსა და ბათუმში“, - ამბობს ცერცვაძე.

მისივე ცნობით, ბაზარზე ნატურალური პროდუქტი დეფიციტურია, შესაბამისად, ტურისტული ობიექტი მიზნად ნატურალური პროდუქციის ზრდის პოპულარიზაციას ისახავს.

„სამწუხაროდ, [რეგიონში] საკმარისი ნატურალური პროდუქტი არ იწარმოება, რომ [გუდაური, ბაკურიანი და ბათუმი] მოვამარაგოთ. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანებს ვაჩვენებთ, რომ ნატურალური პროდუქციაში ფულს უხდიან, მათ მოუნდებათ, რომ მეტი აწარმოონ“, - განაცხადა დავით ცერცვაძე.

ინფორმაციისთვის, იმერეთში მდებარე საკურორტო სასტუმრო “შატო ვარციხე” 2 წლის წინ ₾5 მლნ-ის ინვესტიციით გაიხსნა და დღემდე წარმატებით ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები