მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შავ კარკასში კვ/მ თუ ღირდა $500, ახლა $600-ია და სამომავლოდ ალბათ $700-750-მდე გაიზრდება“

6277b253b8cc9
თათია ჩაფიჩაძე
08.05.22 16:05
2044
თბილისთან ერთად გასაყიდ უძრავი ქონებაზე მოთხოვნა და ფასი გაიზარდა ბათუმშიც. როგორც BMG-ის კომპანია „მარდი ჰოლდინგში“ უთხრეს, ამ დროისთვის მასალებზე 25%-იანი ფასნამატი გასაყიდი ბინების 10%-იან ზრდაში აისახა.

კომპანიის დირექტორი ვარაუდობს, რომ ფასი მიმდინარე პროექტებზე კიდევ გაიზრდება. რაც შეეხება მოთხოვნას, ძირითადი ინტერესი ისრაელის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფიქსირდება.

“სამშენებლო ხარჯი გაიზარდა 20-25%-ით, უკრაინიდან ხდებოდა არმატურის შემოტანა რაც აღარ ხდება. თვითღირებულებამ მოიმატა, თუმცა ვცდილობთ ფასი არ გაიზარდოს ამდენით, დღეისათვის 10%-ით არის გაძვირებული, მაგრამ ვფიქრობთ რომ ეს კიდევ მოიმატებს. ფასი ქალაქის შიგნით კვ.მ-ზე თუ იყო 500 დოლარი შავ კარკასზე, ახლა 600-ია და სამომავლოდ ალბათ 700-750 დოლარამდეც გაიზრდება. მიმდინარე პროექტებში ძალიან გვიჭირს ფასის შენარჩუნება.“

უცხოელებისგან არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ჩვენი სამიზნე აუდიტორია არის ისრაელი და ახლო აღმოსავლეთის და ასევე ევროკაშირის ქვეყნები. რუსეთზე მარკეტინგი არ მუშაობს შესაბამისად მოთხოვნა არ გვაქვს.“ - განაცხადა „მარდი ჰოლდინგის“ დირექტორმა ნათია სირაბიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები