მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შავ სიაში" დარეგისტრირებულთა რაოდენობა შემცირდა - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

შავი სია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის თანახმად, "შავ სიაში" დარეგისტრირებულ არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რაოდენობა 2023 წელთან შედარებით შემცირდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს "შავ სიაში" შეიყვანეს 337 კომპანია, მაშინ როცა 2023 წელს ეს რიცხვი 390 იყო.

"ისევე როგორც 2023 წელს, შემცირებულია არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში, ე.წ. „შავ სიაში“, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2024 წელს მიღებული გადაწყვეტილებები. სულ 465 გადაწყვეტილება (2023 წელს ზემოაღნიშნულმა შეადგინა 521) იქნა მიღებული. აქედან, 337 (2023 წელს 390) შემთხვევაში მიმწოდებლები სააგენტოს მიერ დარეგისტრირდნენ „შავ სიაში“, 95 მიმწოდებელს მიეცა გაფრთხილება (2023 წელს 65), უარი ეთქვა 21-ს (2023 წელს 29), ხოლო განუხილველი დარჩა 12 (2023 წელს 4)", - წერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები