საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს "შავი ორშაბათი" გაუთენდა. ამის შესახებ მან X-ზე დაპოსტა.
"შავი ორშაბათი საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავენ კარებს, რომლის მიღმაც "ქართული ოცნების მონები" კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს", - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტმა დღეს პირველი სხდომა ჩაატარა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს და პარლამენტში არ შედის.
"ქართული ოცნების" 88 დეპუტატმა პარლამენტის უფლებამოსილებას მხარი დაუჭირა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოება და კონსტიტუციონალისტები ამ აღიარებას არაკონსტიტუციურად აფასებენ.