საქართველოში დღეს შავი პარასკევია - წელს რითეილერებს გასულ 2022 წელთან შედარებით უფრო მეტის მოლოდინი აქვთ. როგორც მათი ნაწილი ამბობს, ფასდაკლებების კვირეულში წლევანდელმა მაჩვენებლებმა გასული წლის ნავაჭრის მოცულობას უკვე გადააჭარბა. რითეილ სექტორისთვის წელს მთავარი გამოწვევა სეზონური საქონლის რეალიზება იქნება, რომლის მარაგები ზამთრის სეზონის გვიან დადგომის გამო დარჩა. რამდენად რეალური ფასდაკლებები გამოაცხადეს წელს რეთეილერებმა, რას ამბობს მომხმარებელი და როგორია გაყიდვების დინამიკა საქართველოში 2023 წლის შავ პარასკევს?