კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" ახალი მეწილე კახა შენგელია აცხადებს, რომ IBSU-ს სახელი შეუნარჩუნდება და როგორც "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი", ისე განაგრძობს საქმიანობას. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა 10 მლნ დოლარად შეიძინეს. კომპანიის დირექტორი კი კახა შენგელია გახდა.
„კიდევ ერთი მაგარი უნივერსიტეტი შეემატება ქვეყანას, უფრო უკეთესი, ვიდრე იყო და უფრო მაღალი ხარისხით. ის უფრო ცნობადი გახდება, თუმცა შავი ზღვის უნივერსიტეტს არ აკლდა ცნობადობა და ხარისხი. პირველ ეტაპზე მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება, დავაკვირდებით როგორ წარიმართება მუშაობა. რაც შეეხება სახელწოდებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ სახელწოდებით დარჩება. ის უკვე ბრენდია“, - უთხრა BM.GE-ს უნივერსიტეტის ახალმა მეწილემ.