მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი - ვის ინტერესშია ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელება?

ევროკავშირი მზად იქნება, ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს შავ ზღვაში ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის გაყვანის პროექტს - ეს განცხადება ზუსტად 1 წლის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის ელექტროკაბელის გაყვანაზე ოთხმხრივი შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა მხარე ბევრს საუბრობდა პროექტის მნიშვნელობასა და პოტენციალზე. 1 წლის შემდეგ უკვე მზადაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის იტალიური საკონსულტაციო კომპანია “ჩეზის“ მომზადებული სკოპინგის ანგარიში და კვლევა შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევის პირველადი შედეგები დამაიმედებელია და 2024 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მონაწილეობით შემდეგი მინისტერიალი გაიმართება მხარეებს უკვე ექნებათ კვლევის პირველადი მონაცემები.

შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი 1195 კილომეტრი სიგრძის გადამცემი ხაზის აშენებას გულისხმობს, საიდანაც 1100 კმ. წყალქვეშა გაივლის, 1000 მგვტ სიმძლავრის კაბელისთვის საქართველოსა და რუმინეთში მოეწყობა საზღვაო და სანაპირო ელექტროდები, გადამყვანი სადგურები, სახმელეთო და საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები. ამ რეალურად ისტორიული პროექტის განხორციელებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია საჭირო - მათ შორის რამდენიმე მილიარდის ინვესტირება და როგორც ინფრასტრუქტურის, ისე განახლებადი ენერგიების ასათვისებლად.

ვინ არის დღეს პროექტით დაინტერესებული მხარე, გვყავს თუ არა პროექტის რეალური ლობისტები ევროპაში, როგორ უნდა ვიყოთ პროაქტიულები და რა ინტერესები დევს ენერგეტიკულ დაფაზე - ვის სჭირდება ელექტროენერგია და გაზი კავკასიიდან?

სტუმარი: ლიანა ჯერვალიძე - ენერგეტიკის საკითხებში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მრჩეველთა ჯგუფის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები