„შავი ზღვის უნივერსიტეტი” გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელები "კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილი არიან. შესაბამისი ცვლილება ბიზნეს რეესტრში დღეს აისახა.
სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ 49%-იანი წილის მფლობელი კახა შენგელია გახდა, ხოლო 51%-იანი წილის მართვა გია კავთელიშვილმა გადაიბარა. უნივერსიტეტის ყოფილი მფლობელებსა და ახალ მმართველებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, პარტნიორებმა შავი ზღვის უნივერსიტეტი 10 მლნ დოლარად შეიძინეს.
BM.GE-მ შავი ზღვის უნივერსიტეტის ახალ მეწილეს კახა შენგელიას დაუკავშირდა და უმაღლესი სასწავლებლის განვითარების გეგმების შესახებ ჰკითხა:
„კიდევ ერთი მაგარი უნივერსიტეტი შეემატება ქვეყანას უფრო უკეთესი ვიდრე იყო და უფრო მაღალი ხარისხით და ცნობადობის გახდება. თუმცა შავი ზღვის უნივერსიტეტს არ აკლდა ცნობადობა და ხარისხი. პირველ ეტაპზე მენეჯმენტში ცვლილებები არ იგეგმება, დავაკვირდებით როგორ წარიმართება მუშაობა. რაც შეეხება სახელწოდებას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ამ სახელწოდებით დარჩება. ის უკვე ბრენდია“, - უთხრა BM.GE-ს უნივერსიტეტის ახალმა მეწილემ.