მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება - ზურაბიშვილი წყალქვეშა კაბელზე

639dc821e2bd7
BM.GE
17.12.22 18:30
823
ევროპა-კავკასიის დამაკავშირებელი შავი ზღვის კაბელის პროექტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზემოხსენებული პროექტი რეგიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს, შავ ზღვას კი „ევროპულ ზღვად“ აქცევს.

მივესალმები ,,მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების“ ხელმოწერას. ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც კავკასიას ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს ნიშნავს, რომ ახლა შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება და ის ხიდია, რომელიც ორივე მხარეს ერთმანეთთან აკავშირებს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები