საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთმა ამერიკული შეიარაღების შეძენა შეაჩერა.
არსებობდა სიაც, რომლის თანახმადაც მოდის ხელისუფლება Stryker-ის ტიპის საბრძოლო ჯავშანტექნიკის, ტანკ-საწინააღმდეგო ჯაველინებისა და სხვა თავდაცვითი იარაღისა თუ მოიერიშეების შეძენას აპაუზებდა. მიზეზად კი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ვითარება დასახელდა. როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა ოფიციალურ დელის რუსული ნავთობით ვაჭრობის გამო ტარიფები 50%-მდე გაუზარდა.
გავრცელებული ინფორმაცია გაამყარა ინდოეთის თავდაცვის მინისტრის, რაჯნათ სინგის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის ჩაშლამაც. თუმცა საბოლოოდ ყველა ის ცნობა ცრუ აღმოჩნდა. როგორც მოდის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სამხედრო შეიარაღების შესყიდვის შეწყვეტა არავითარი ბრძანება არ გაცემულა.
საერთაშორისო მედიის ცნობებს სინგის უწყებაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია “ყალბი და გამოგონილია”. ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამერიკული შეიარაღების შეძენა უცვლელად გაგრძელდება.




























