მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეამცირებს თუ არა FED-ი რეფინანსირების განაკვეთს 2023 წელს? – FT-ის ანალიტიკოსები

63b427660edda
გიორგი არონია
03.01.23 18:00
732
დაიწყებს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას 2023 წელს? - ეს ის შეკითხვაა, რომელსაც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის, Financial Times-ის ანალიტიკოსებმა მათ ყოველწლიურ პროგნოზებში მიმოიხილეს. გამოცემის ანალიტიკოსების ვარაუდით, რომელთაც კაპიტალის ბაზრის ექსპერტები გამოჰკითხეს, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წელს არ უნდა ველოდოთ.

როგორც ირკვევა, აშშ-ის ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტის წევრების უმეტესობის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი, სულ მცირე 5%-იან ნიშნულს მიაღწევს. სწორედ ამ ხედვას იზიარებენ Financial Times-ის ანალიტიკოსები, რომელთაც არგუმენტად Fed-ის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის ციტატა მოჰყავთ, რომელშიც ის მონეტარული პოლიტიკის ნაადრევ შერბილებას აკრიტიკებს.

“ისტორია მონეტარული პოლიტიკის ნაადრევი შემსუბუქების შესახებ გვაფრთხილებს. ამ გზას მანამ მივყვებით, სანამ მიზანს მივაღწევთ“, - განაცხადა პაუელმა გასული წლის ნოემბერში.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ არსებობს საწინააღმდეგო ვარაუდიც: Financial Times-ის მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, რეფინანსირების განაკვეთი პიკურ 4.9%-იან მაჩვენებელს 2023 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს და თანდათან შემცირდება - სექტემბრისთვის 4.7%-მდე, ხოლო დეკემბრისთვის 4.4%-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები