მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შედეგი ჯერჯერობით არ არის" - რა ეტაპზეა კამარა ჰესის მშენებლობისთვის მზადება?

კამარა  ჰესი

„კამარა ჰესის” მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს. გასულ კვირას სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში პროექტის ხმაურიანი განხილვა იყო დაგეგმილი, თუმცა პროტესტის გამო ჩაიშალა. რა ეტაპზეა პროცესი და რა იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგი ნაბიჯები BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ მინისტრს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჰკითხა.

"ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგოუსაფრთხოებისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობა. ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ კარგი ხედვა და გეგმა აქვს ამასთან დაკავშირებით. ეს პროცესი დაწყებულია. ჩვენი სამინისტროს ფუნქცია კი ამ პროცესში ყველა კვლევის ობიექტურად შეფასება და ჩატარება, რომელიც საჭიროა გარემოსდაცვითი კუთხით. ეს რა თქმა უნდა, ასე იქნება როგორც ამ ასევე სხვა ჰესების შემთხვევაში.

როგორც იცით, ახლა სკოპინგის ეტაპია და განხილვების პროცესში კი, ნამდვილად იყო პროტესტი. შედეგი, რომელიც უნდა დამდგარიყო, ჯერჯერობით არ არის. ვფიქრობ, სამუშაო იქნება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რომ მოსახლეობას კიდევ მეტად ავუხსნათ და განვუმარტოთ ამ პროექტის შედეგები და სარგებელი. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ვინც წინააღმდეგია, მათ მივცეთ კიდევ მეტი ინფორმაცია, დავარწმუნოთ იმაში, რომ ყველაფერი იქნება შესწავლილი და გადაწყვეტილებას ისე მივიღებთ.

ჩვენ ახლა ვართ პროცესში. პროცესი მოიცავს საჯარო განხილვას და ამ პროცესს მივყვებით. შემდეგი პროცესი უნდა იყოს გზშ-ზე მუშაობა", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები