"შეძრწუნებული ვარ დავით გოგიბერიშვილის მიმართ განვითარებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით", - ასე გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორის დავით გოგობერიშვილის გარდაცვალების ფაქტს.
ბაჩიაშვილი დავით გოგობერიშვილის ოჯახს ამ ტრაგედიის გამო სოციალური ქსელით უსამძიმრებს.
"შეძრწუნებული ვარ და ღრმე მწუხარებას გამოვთქვავ დავით გოგიბერიშვილის მიმართ განვითარებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახსა და მეგობრებს", - წერს ბაჩიაშვილი.
ცნობისთვის, გლდანის პენიტენციური დაწესებულების ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დავით გოგობერიშვილმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები რამდენიმე თვის წინ დატოვეს. აღნიშნულ ფაქტს, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებას უკავშირებდნენ.




























