მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეფასების კრიტერიუმების სავალდებულოობა გაუქმდა და არა - საშინაო დავალება - ამილახვარი ცვლილებებზე

სკოლები

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სკოლებში საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი შეფასებების მოდელები გაუქმდა. ამიერიდან მასწავლებლებსა და სკოლებს საშუალება ექნებათ, თავად შექმნან მოსწავლის შეფასების განსხვავებული სისტემა და პრინციპები.

ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ცვლილება სკოლებში საშინაო დავალებებისა და სხვა აკადემიური აქტივობების გაუქმებასაც ნიშნავდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა და განმარტა, რომ ამიერიდან შეფასების ცენტრალიზებული სისტემა სავალდებულო აღარ იქნება.

“არაფერი გაგვიუქმებია. შეფასების სისტემა წლების განმავლობაში იყო სავალდებულო - ეს გაუქმდა და არა საშინაო დავალება. სკოლის მასწავლებლებს, იმ ავტონომიის ფარგლებში, რომელზეც დეკემბერში საჯარო პრეზენტაციასაც გავმართავთ, მივანიჭეთ მეტი უფლებამოსილება, თავად განსაზღვრონ და დაგეგმონ, როგორი შეფასების მეთოდი და ფორმულა სჭირდებათ. შედის ნებისმიერ სკოლაში, ჰკითხეთ მასწავლებლებს, რაც მოხდა კარგია თუ ცუდი და შედის თუ არა ის მასწავლებლებისა და ბავშვების ინტერესებში”, - აცხადებს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, მასწავლებლების მხრიდან შეფასების წესების ცვლილებაზე მოთხოვნა წლებია არსებობს.

“მასწავლებლების უმრავლესობათა მოთხოვნა იყო წლების განმავლობაში, რომ მათ მეტი აკადემიური თავისუფლება მივანიჭოთ. რათა ჰქონდეთ საშუალება, რომ ცენტრალიზებული ბრძანების თუ მითითების მიღმა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ესა თუ ის საგანი, შეფასების ფორმა, საკლასო აქტივობა თავად დაგეგმოს, რადგან მათ უკეთ იციან, თავიანთ სკოლებში რა სჭირდებათ მოსწავლეებს, ვიდრე ეს შეიძლება სამინისტროში იცოდნენ”, - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

განათლების მინისტრი აღნიშნავს, რომ სკოლებს შერჩეული შეფასების სისტემათა დანერგვაში სამინისტრო დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები