მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეფერხება ელექტროენერგიის ექსპორტში - მოუწევთ თუ არა ჰესებს "წყლის დაღვრა"?

საქართველომ წელს ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალი შესაძლოა, სრულად ვერ აითვისოს. ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები მთავარ საექსპორტო ბაზარზე, თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის და ფასების შემცირების გამო ჰიდროელექტროსადგურების მიერ ჭარბი წყლის დაღვრას არ გამორიცხავენ. კერძო სექტორში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია თურქეთის მხრიდან ელექტროენერგიის ექსპორტზე დაწესებული კვოტა გაიზარდოს. რა გამოწვევების წინაშე დგანან გენერაციის ობიექტები და სადაა გამოსავალი?