მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათიანი აგროკრედიტის ერთ-ერთ კომპონენტში ზედა ზღვარი ₾10 მილიონამდე იზრდება - განკარგულება

აგროკრედიტი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში ცვლილებები შედის. "ქართული ოცნების" მთავრობის 4 მარტის განკარგულებით, "შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის“ ქვეკომპონენტში „მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის“ ზედა ზღვარი ორმაგდება.

კერძოდ, თუ აქამდე ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხ(ებ)ის ჯამური მოცულობა მინიმუმ 20 000 ლარიდან, მაქსიმუმ 5 მლნ ლარამდე იყო, ახლა ზედა ზღვარი 10 მლნ ლარი იქნება.

ამასთან, განისაზღვრა, რომ ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტის მიერ 5 000 001 ლარიდან 10 000 000 ლარის ჩათვლით სესხზე დადგენილი უნდა იყოს წლიური საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 15%-ის ოდენობით. ხოლო ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, ანალოგიური მოცულობის სესხზე, განისაზღვრება არაუმეტეს რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 5%.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამ კომპონენტში სოფლის განვითარების სააგენტოს მხრიდან მაქსიმუმ 7 წლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება ხდება სესხის ძირითადი თანხის წლიური 11%-ის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები