მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს თანადაფინანსება ₾218 მლნ-ს აღემატება

მონთი

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გადამმუშავებელი საწარმოების შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაცემულია 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების 3,227 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 218 მილიონს აღემატება, მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბანკების მიერ გაცემულია 26 მლნ ლარის ღირებულების 213 სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 6 მლნ ლარს აღემატება.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მინისტრი ოთარ შამუგია, ახალციხეში შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლე ერთ-ერთ საწარმოში - "გეო ფლაუერში" იმყოფებოდა. საწარმო ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამუშავებაზე მუშაობს და მის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება ბრენდით „მონთი“.

შპს „გეო ფლაუერი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გასულ წელს, იგი ჩართული იყო არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში. ამასთან, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, საწარმოში, გასულ წელს, მზის მცირე ელექტროსადგურიც მოეწყო.

ცნობისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მოქმედ საწარმოს დღიურად 2 ტონა სამკურნალო ბალახებისა და 5 ტონა ხილის ჩაის გაშრობა-გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. სსაწარმო, სადაც სეზონურად 200, ხოლო მუდმივად 40 ადამიანია დასაქმებული, წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში ახორციელებს.

კომპანია „გეო-ფლაუერი“ ასევე ფლობს საწარმოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები