"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" არის სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების სისტემა, რომლითაც მთავრობა მეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახდენს.
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, პროექტის ფარგლებში, 2013-2025 წლებში, სულ 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდია გაიცა 8 089 ბიზნესესხზე, რომელიც 2,827 კომპანიის მიერ იყო აღებული. ამასთან აღნიშნული სესხების მოცულობა ანუ თანხა, რაც ბიზნესებმა ბანკებიდან ისესხეს და რაზედაც 1.07 მილიარდი ლარის პროცენტის თანადაფინანსება მიიღეს, 4.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი კრედიტის საშუალო მოცულობა 561,000 ლარს, გაცემული სუბსიდიის ზომა კი 132 ათასი ლარი იყო.
BMG-იმ შეამოწმა აღნიშნული 8 089 კრედიტი იურიდიული პირების და სესხის მიმღები ბენეფიციარების და სექტორების მიხედვით, საიდანაც ირკვევა, რომ გაცემული 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდიიდან ყველაზე მეტი - 311 მილიონი ლარი ღვინის, ბრენდის და ყურძნის წარმოების მიმართულებებზე გაიცა.
ბენეფიციართა შორის კი პირველ ადგილს იკავებს საქართველოს ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი - Bolero ჯგუფი, რომელთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც, 2013-2025 წლებში 67.8 მილიონი ლარის დაფინანსება მიიღეს.
მეორე პოზიციას 21.5 მილიონი ლარით "დუგლაძეების ღვინის კომპანია" და მასთან დაკავშირებული კომპანიები იკავებენ.
მესამე პოზიციაზე კი "კახური ტრადიციული მეღვინეობა" და მასთან დაკავშირებული კომპანიებია 18.2 მილიონი ლარის მიღებული სუბსიდიით.
მოცემულია ინფორმაცია კომპანიების, 2013-2025 წლებში მათი ჯამური თანადაფინანსებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ:
- Bolero Group – 67,800,745 ₾ (ვახტანგ კარიჭაშვილი)
- დუგლაძეების ღვინის კომპანია – 21,542,029 ₾ (ზაალ და დავით დუგლაძე 67%, ალექსანდრე ივანიშვილი 33%)
- კახური ტრადიციული მეღვინეობა – 18,185,578 ₾ (ზურაბ ჩხაიძე)
- ასკანელი ძმები – 14,273,543 ₾ (გოჩა ჩხაიძე)
- ყვარლის ბაგა – 10,706,502 ₾ (ლაშა პაპაშვილი)
- ჯგუფი მეღვინეობა ხარება და აგრობაღები – 10,051,060 ₾ (ალექსანდრე ხარებავა)
- სს სარაჯიშვილი – 9,425,455 ₾ (მარინა მალაზონია, გიორგი, ზურაბ და თამარ ბუბუტეიშვილი)
- ფემილი ფარმ – 6,076,202 ₾ (გიორგი არველაძე, ანა ქვირია)
- ჩირინა – 5,795,028 ₾ (რევაზ ვაშაკიძე)
- ბადაგონი – 5,745,630 ₾ (გიორგი სალაყაია)
- წინანდლის ძველი მარანი – 5,487,621 ₾ (ნანი მენაბდიშვილი)
- სს თბილღვინო – 5,321,394 ₾ (გიორგი და ზურაბ მარგველაშვილი)
- მაღარო კაპიტალი – 5,032,459 ₾ (ლაშა იორდანაშვილი, უტა მაზიაშვილი, ციალა დარჩიაშვილი)
- ტიფლისსკი ვინნი პოგრებ – 4,866,685 ₾ (სერგეი კრივოშეევი)
- სს თელიანი ველი – 4,577,445 ₾ (საქართველოს კაპიტალი)
- ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია – 4,535,118 ₾ (The Paulsen Family Foundation)
- ჯი პი პი (ნოსტე) – 4,395,093 ₾ (მინდია საბანაძე)
- ქართველი – 4,097,817 ₾ (ჯიმშერ ჩხაიძე)
- უდაბნო – 4,024,396 ₾ (თემურ უგულავა)
- აი ჯი აგრო – 3,832,634 ₾ (ცისბედი ქართველიშვილი)




























