მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეგვიძლია, 10 წელიწადში მთლიანად გარდავქმნათ ქვეყანა - ირაკლი ღარიბაშვილი

6133a59bb1c7b
BM.GE
04.09.21 20:53
3547
"ოცნების" ხელისუფლებამ მოიტანა გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა; ჩვენი მმართველობის პერიოდი, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად და იმ განმასხვავებელ ნიშან-თვისებებთან ერთად, გამოირჩევა იმით, რომ მართლაც მოვიტანეთ თავისუფლება, მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მერმა მოქალაქეებს ყველგან - ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ადგილზე უნდა გადაუწყვიტოს და მოუგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც დაგროვილია.

„ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და პროგრესი. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ იქნება მეტი სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევრობის და სიღარიბის დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია ინტენსიური, ძლიერი მუშაობით 10 წელიწადში მთლიანად გარდავქმნათ ჩვენი ქვეყანა და ვაქციოთ რეალურად ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი და ეს უნდა იყოს ჩვენი საქმე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები