მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეგვპირდნენ, რომ არავინ არ დაისჯება" - ლიკა გუნცაძე „საქართველოს ბანკის" გენდირექტორთან შეხვედრის შემდეგ

ლიკა გუნცაძე
სტატიაში საუბარია:

ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე აცხადებს, რომ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორისგან მიიღეს დასტური, რომ არ შეიზღუდება და არ დაისჯება არცერთი თანამშრომელი, რომელიც 15 იანვარს გაიფიცება. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა და დასძინა, რომ ახლა ბანკის დასტურს განაცხადის სახით ელიან.

„ვისაც უნდა ის გამოვა და დააფიქსირებს თავის პროტესტს. შეგვპირდნენ, რომ არავინ არ დაისჯება. ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ახლა, ჩვენ ველოდებით ამის აღსრულებას და ვნახოთ რა კომენტარს გააკეთებენ“, -ამბობს გუნცაძე.

მედიის კითხვაზე, გარანტია მისცათ თუ არა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნულზე, ლიკა გუნცაძე ამბობს, რომ მათ შეჰპირდნენ და ახლა პირობის აღსრულების, ამასთან საჯარო კომენტარის გაკეთებას ელოდებიან.

გუნცაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რას აპირებს თეატრი 20 იანვრის შემდეგ, თუმცა დაზუსტებით აცხადებს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, დღეს 12:00 საათზე "საქართველოს ბანკის" დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკა გუნცაძეს და აქტივისტებს შეხვდნენ. ხოლო, „თიბისი ბანკის” დირექტორთან, ვახტანგ ბუცხრიკიძესთან შეხვედრა 15:00 საათზეა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები