მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება, დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ, მაგრამ...“ - ცეზარ ჩოჩელის რჩევები ბიზნესმენს

ცეზარ ჩოჩელი

„ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მმართველი პარტიის მხარდამჭერი განცხადების გავრცელება ზოგიერთი ბიზნესმენისგან ძალიან გაუკვირდა, ზოგიერთისგან კი - არა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და თან ისიც აღნიშნა, რომ საქართველოში საქართველოში პოლიტიკის და ბიზნესის გამიჯვნა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია.

- ყველა დროში ასეა <მსხვილი ბიზნესი ხელისფლების მხარდამჭერია>... რამდენიმე ბიზნესმენისგან სერიოზულად გამიკვირდა <განცხადების გავრცელება>... უბრალოდ, არ მომცემია საშუალება, გავსაუბრებოდი. მართლა მაინტერესებს, რამ შეიძლება გაიძულოს ისეთი რამე გათქმევინოს, რაც არ არის სათქმელი... რამდენიმესგან კი, არ გამკვირვებია, რადგან ანალოგიური ხედვები აქვთ, რაც ხელისუფლებას.

- შეიძლება, პრობლემების შექმნის შიშით აიხსნას ზოგიერთის განცხადება, სადაც სიტყვები ძალიან ფრთხილად იყო შერჩეული, თითქოს ზოგადად, გამჭვირვალობას მიესალმებიან....

- რა თქმა უნდა... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რამდენად თავისუფალია ბიზნესი...

- თავისუფალია?

- თქვენს კითხვაზე პასუხი თქვენივე კითხვაშია; მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, ვინ ვის აიძულებს, ან საერთოდ აიძულეს თუ - არა; პირადად ჩემთვის არაცის უთხოვია მხარდაჭერის გამოხატვა ან გაანცხადების გავრცელება...

- ბიზნესმენებს რას ურჩევდით - პოლიტიკაშიც ბევრი წელია ხართ და ბიზნესშიც...

- ჩვენ ყველას ერთი სამშობლო და ერთი სახელმწიფო გვაქვს. შეიძლება, დღეს თავს კომფორტულად ვგრძნობთ, მაგრამ გაივლის დრო და კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება ცდილობს, ჩვენივე საწინააღმდეგოდ იმუშავებს. იგივეს ვეტყოდი იმ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მხარს უჭერენ <რუსულ კანონს>. ეს კანონი იმაშვებს მათივე საწინააღმდეგოდაც. წინა ხელისუფლებების მიერ მიღებულ კანონებს რომ გადავხედოთ, კანონებმა, რომლებიც სხვის საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული და ყველა სახელმწიფო სტრუქტურამ, რომელიც არასწორი მიმართულებით განვითარდა, საბოლოო ჯამში, იმავე ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავა.

- 2024 წლის არჩევნებში ხომ არ აპირებთ მონაწილეობას?

- არა.

- რატომ - ბიზნესში უფრო კომფორტულად ხართ?

- გაცილებით პროგრესული ახალგაზრდა თაობა მოდის. ასპარეზზე ისინი უნდა გამოვიდნენ.... ტაშს იმსახურებს ჩვენი ახალგაზრდობას

- რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- ეროვნული თანხმობა... ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალე სასამართლო და კანონები, რომელიც ყველას თანაბრად შეეხება.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- განუკითხაობას და ხელისუფლების მუდმივ სითავხედეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები