"CFD არის ერთ-ერთი წამახალისებელი მექანიზმი, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს", - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათა მურცხვალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორში წლების განმავლობაში ინვესტიციების დაბალ მოცულობას, ახალი მექანიზმი დაარეგულირებს.
"რამდენიმე წელია ენერგეტიკაში ინვესტიციების შემოდინება არ ყოფილა, ,რადგან არ არსებობდა რაიმე სახის გარანტია, რომ აშენებული სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ბაზარზე იმ ფასად გაიყიდებოდა, რაც დათვლილია და ინვესტიციის ამოსაღებად საჭიროა. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება ნავსი გატეხოს და ინვესტიციების შემოდინება ამან დაიწყოს. მეორე აუქციონი გამოცხადდა, მელოდებით მესამე აუქციონის გამოცხადებას", - აღნიშნა მან.
მთავრობამ CFD აუქციონის მეორე რაუნდი დაიწყო. განახლებული პირობებით წარმოდგენილი პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. შეთავაზება მარეგულირებელი ჰესების პროექტებსაც მოიცავს, ასევე მზისა და ქარის ელექტროსადგურების ნაწილი ენერგიის შემნახველი მოწყობილობების თანხლებით უნდა აშენდეს.