მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება სასამართლოს დახვეწა გვჭირდება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაწევს, მაინცდამაინც ბიზნესსაც არ აწუხებს - ირაკლი რუხაძე

სს

სასამართლოს დახვეწა გვჭირდება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაწევს და ბიზნესსაც არ აწუხებს მაინცდამაინც - ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ "tv იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს საკითხი არც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ, რადგან მათთვის პრიორიტეტული უფრო ეკონომიკური საკითხებია.

"სულ გვესმის სასამართლო, სასამართლო... ვერ ვიტყვი, რომ საქართველოში ისეთი სასამართლო გვაქვს, როგორიც მე მინდა გვქონდეს. საქართველომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს ამ მხრივ, მაგრამ როცა უყურებ კვლევებს ხალხს რა აწუხებს, პირველ 10 საკითხში არ ხვდება სასამართლო და ეს მინიმუმ 2 რამეს გეუბნება:

ერთი, რომ ხალხს ეს არ აწუხებს და ეს მაინცდამაინც ბიზნესსაც არ აწუხებს. შეიძლება სასამართლოს დახვეწა გვჭირდება მაგრამ ეს ჩვენ არ გვაწევს", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები