მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნას [საზოგადოებრივი] პლატფორმა, რომლის მიზანიც დეესკალაცია იქნება - დავით კიზირია

კიზირია

საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის თანადამფუძნებელი, დავით კიზირია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ აცხადებს, რომ პლატფორმა უნდა შეიქმნას, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის „ქართული ოცნებაც“ იქნება ჩართული. მან ამის შესახებ BMGTV-ზე გადაცემა „ბიზნესის კვირეულის“ სპეცეთერში ისაუბრა.

მისივე ცნობით, არჩევნების ჩატარებამდე, პირველ რიგში უნდა მოხდეს განსაზღვრა, თუ როგორი უნდა იყოს ის, რათა შემდგომში კიდევ სადავო საკითხი არ იყოს.

„შეიქმნას პლატფორმა, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების, რომელშიც მათ შორის ყველა დაინტერესებული მხარე, შეიძლება „ქართული ოცნებაც“ იყოს. მისი მიზანი დეესკალაცია უნდა იყოს და დემოკრატიის შემთხვევაში, არჩევნები. ჩვენ გავედით კონსტიტუციური ვიწრო დერეფნიდან.

ყველა აღნიშნავდა და ახალს არაფერს ვამბობ, რომ [საჭიროა] არჩევნები, მაგრამ უნდა განისაზღვროს როგორი უნდა იყოს არჩევნები, რომ კიდევ სადავო არ იყოს. უნდა ჩატარდეს არჩევნები, რომელიც სანდოა. მეორე, გვქონდეს შემბოჭავი მექანიზმი. ასევე მესამე არის ის 9 რეკომენდაცია, რომ ვირჩევთ დემოკრატიულ მთავრობას, ვბრუნდებით [ევროპულ] გზაზე. მთავარი ახლა დეესკალაციისთვის არის ამ ინტერესჯგუფების ინსტიტუციონალიზაციაა. დღეს ჩვენ ვართ სათითაოდ. თუ არ იქნება კრიტიკული მასა, არავინ ძალაუფლებას არ ფლობს. მოგიწოდებთ, რომ დაიწყოს პლატფორმის ფორმატზე ფიქრი, რომელიც იქნება საზოგადოებრივი ძალაუფლების ცენტრი, სადაც ე.წ სტეიკჰოლდერები, ბიზნესი იქნება ჩართული“, - აცხადებს დავით კიზირია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები