მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიქმნება სამუშაო ჯგუფი“ - ტუროპერატორებთან შეხვედრის შედეგები

60196bd147d2e
ვიქტორია მღებრიშვილი
02.02.21 19:28
864
ეკონომიკის სამინისტროში ტუროპერატორებთან წინა კვირას დაგეგმილი შეხვედრა დღეს შედგა. ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, აღდგენილი რეგულარული ფრენები, ტურიზმის აღდგენის სამოქმედო გეგმა, ვიზიტორების მიღების წესები - ეს ის საკითხებია, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ესაუბრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანია „ბითიელის“ დამფუძნებელმა მაია ბიბილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა უახლოეს დღეებში დარგის წარმომადგენლებთან ჩართულობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეხვედრაზე დასმულ საკითხებზე იმუშავებს. 

„ამ ეტაპზე კონკრეტულ შედეგებამდე არ მივსულვართ, ვაგრძელებთ მუშაობას. შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აუცილებლად შევალთ ტურიზმის სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები ტუროპერატორები, სასტუმროები და სხვა. ამ შემთხვევაში დროს ყველაზე დიდი და კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ველოდებით, რომ ამ კვირაში ეს ჯგუფი შეიქმნება. ასევე, მოვითხოვეთ, რომ შეიქმნას პლატფორმა, სადაც შევძლებთ ერთიანი ინფორმაციის მიღებას სხვადასხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც შესრულდება. ქალბატონმა ნათიამ ჩაინიშნა ყველა შეკითხვა, რომელიც ჩვენგან წამოვიდა“, - განაცხადა მაია ბიბილაურმა.

„ბითიელის“ მმართველი ამბობს, რომ ტურიზმის აღდგენის გეგმის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

„სამოქმედო გეგმა წარმოდგენილი იყო დრაფტის სახით და მისი საბოლოო ვერსიის შექმნაზე ვიმუშავებთ ინდუსტრიის წარმომადგენლებიც, ვინაიდან ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა და როგორ იმუშავებს“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები