"იელთი ჯგუფის" კომერციული დირექტორის ვალერი გურგენიძის თქმით, ბათუმის უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ბოლო წლებში მეზობელ ქვეყნებზე მეტად, ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებიდან ფიქსირდება. როგორც მან გადაცემა “უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, გააქტიურებულია ყურის ქვეყნები.
„რეალურად მოთხოვნა შენელებულია, მიჩვეულ ბაზრებზე საგრძნობი კლება გამოიხატა, თუმცა ახალი შესაძლებლობების ფანჯრის გახსნის გზად დავისახეთ და ვეცადეთ უფრო გავშლილიყავით სხვა ახალ ბაზრებზე.
ტრენდი იცვლება. ძირითადად სამეზობლო ქვეყნები ითვლებოდა სამიზნედ, თუმცა ბოლო დროს ეს მოცემულობა შეიცვალა. 2-3 წელია ჩვენ აქტიურად გადავედით ექსპანსიაზე, გავცდით ევროპის და აზიის კონტინენტს. ჯამურ ციფრში ძალიან გააქტიურდა ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნები, არაბული სამყარო, ყურის ქვეყნები. ჩვენი ქონება უმეტესად საინვესტიციოა და თუ როგორ პროდუქტს შექმნი და რა წინადადებას მივაწვდი, ეს უფრო კრიტიკულია მათთვის.
მოთხოვნა შენელებულია, შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალი ბულვარის მიმდებარედ არ არსებობდა მუდმივი ცხოვრებისთვის საჭირო პროდუქტი და ამიტომ შევქმენით „სტატუს ჰაუსი“, - განაცხადა გურგენიძემ.