მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეხვედრა ძალიან დროული იყო. პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა - მინდია საბანაძე

IG International

IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მინდია საბანაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა დროული იყო და სწორი ფორმატით შედგა. მისი თქმით, კობახიძემ თავისი ქმედებების ლოგიკა დეტალურად ჩაშალა. თუმცა დღესვე გახდა ცნობილი, რომ უახლოეს მომავალში შედგება კრიტიკული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შეხვედრა, სადაც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

"ბიზნესი ერთ-ერთი სენსიტიური სფეროა ასეთი მდგომარეობების მიმართ, როდესაც ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში - დაძაბულობა, არამდგრადი სიტუაცია და ა.შ. მგონია, რომ ეს შეხვედრა ძალიან დროული იყო და ძალიან სწორი ფორმატით ჩაშალა. პრემიერმა დეტალურად ჩაშალა თავისი ქმედებების ლოგიკა. დღესვე ჩაეყარა საფუძველი, რომ განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენებთან შედგება შეხვედრა და ვისაც კრიტიკული აზრი, ბევრს აქვს ძალიან... ახლავე ჩაინიშნა, რომ უახლოეს დღეებში ჩაინიშნება შეხვედრა, სადაც ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი", - განაცხადა ბიზნესმენმა და იქვე აღნიშნა: "ევროინტეგრაციას, ევროპისკენ მიმართულებას არანაირი უკუსვლა არ აქვს და შეუქცევადი პროცესია, ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა [პრემიერმა]".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები