თბილისის მერიის წარმომადგენლები სადისტრიბუციო და რითეილ სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განსახილველი საკითხი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საათობრივი რეგულირება იყო. დაგეგმილი ცვლილებები გულისხმობს დილის 8 საათიდან 11 საათამდე და საღამოს 5 საათიდან 8 საათამდე შუალედში მ2,ნ2 და ნ3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აკრძალვას. შეხვედრაზე ბიზნესის მხრიდან დასმულ იქნა საკითხები იმ მოსალოდნელი ნეგატიური შედეგების შესახებ, რომლის წინაშეც კომპანიები ცვლილებების არსებული რედაქციით დამტკიცების შემთხვევაში დადგებიან.
რა ზეგავლენას მოახდენს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირება სადისტრიბუციო და რითეილ სექტორზე, რაზე იყო საუბარი მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და რამდენად მზადაა მერია ბიზნესთან მოლაპარაკებებისთვის?
სტუმრები: ლაშა რიჟამაძე - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი;
სოფო ქაშაკაშვილი - რითეილ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.