საქართველოს ეროვნულ ბანკში კვირის ბოლოსკენ შეხვედრებს შორის შედგა კონტაქტი რეგულატორს, ანუ ეროვნულ ბანკსა და წამყვან კომერციულ ბანკებს შორის. ბევრი კომენტარებიც გაკეთდა, როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის, ასევე კომერციული ბანკების მხრიდანაც - გამოკვეთილ საკითხებს შორის, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბანკები პრეტენზიებს შორის გაზრდილ რეგულაციებსა და დასაბეგრ წნეხს ასახელებენ. ზოგიერთი მათგანი საერთოდ მიიჩნევს კიდეც, რომ შემდგარი საკადრო ცვლილებები და ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტების წასვლა სამსახურიდან მხოლოდ წაადგება ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო სექტორის განვითარებას. ამ და სხვა თემებზე კომენტარი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, გააკეთა.
სტუმარი:
➡ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკი, პრეზიდენტი (მ.შ.);
➡გიორგი ისაკაძე - BMG, გენერალური პროდიუსერი;