მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა - ყაველაშვილმა მას ხელი მოაწერა

აქცია რუსთაველზე

"ოცნების" არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებსაც ხელი მოაწერა. ცვლილება უკვე გამოქვეყნებულია "საკანონმდებლო მაცნეზეც", რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება.

მიღებული ცვლილებებით, „ხალხის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის ორგანიზატორებმა 5 დღით ადრე უნდა გააფრთხილონ შსს (ჯერ მოქმედი ნორმით გაფრთხილების ადრესატი მუნიციპალიტეტი იყო).

შსს-ს ექნება უფლება, გაფრთხილებიდან 3 დღის განმავლობაში, ან სპონტანური აქციის შემთხვევაში უშუალოდ ადგილზე, სავალდებულო მითითებით შეუცვალოს აქციას დრო ან ადგილი. ადრე ეს მხოლოდ რეკომენდაციის დონეზე არსებობდა.

გარდა ამისა, კანონი ავალებს შსს-ს, მონაწილეობისთვის გაითვალისწინოს აქციის მასშტაბი და:

  • ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში მონაწილეებს მისცეს 15-წუთიანი გაფრთხილება,
  • ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ შეკრება უკანონოდ გამოცხადდეს და შეწყდეს.

კანონი პირველი შემთხვევისასვე აწესებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე.

შსს-ს მითითების შეუსრულებლობას, ან ხალხის სავალი ნაწილის განზრახ გადაკეტვას დაეკისრება შესაბამისი სანქცია.

გარდა ამისა, განმეორებითი შეუსრულებლობა უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის საფუძველზე, ერთ წლამდე პატიმრობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები