მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზები
BM. GE
17.10.23 12:04
67

შეკვეთილში მდინარე ნატანებზე არსებულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გზის კმ0+400  მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული დაზიანებული ხიდის აღდგენის სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში აღდგა. 

აღნიშნულ მონაკვეთზე ძლიერი წვიმის გამო, 3 ოქტომბერს ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები