მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

SHELL-ი და Equinor-ი ერთიანდებიან, რითაც ბრიტანეთის უდიდესი ნავთობკომპანია შეიქმნება

ნავთობი

ორი ნავთობმომპოვებელი გიგანტი, ბრიტანული Shell-ი და ნორვეგიული Equinor-ი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არსებული აქტივების შერწყმას განიხილავენ. ერთობლივი საწარმო შოტლანდიის ქალაქ აბერდინში დარეგისტრირდება, ხოლო შეთანხმების დასრულებას კომპანიები მომავალი წლის ბოლომდე აანონსებენ. იმ დროისთვის, ახლად შექმნილი კომპანია ჩრდილოეთის ზღვაში გაერთიანებული სამეფოს უდიდესი ენერგეტიკული კომპანია იქნება. როგორც Shell-ში ამბობენ, კომპანიების გაერთიანების მთავარი მიზანი გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული ქსოვილის გაძლიერებაა.

ბრიტანული Shell-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $197 მილიარდს აღემატება. ნორვეგიული Equinor-ი შედარებით მცირე ზომის მოთამაშეა, რომელსაც ინვესტორები $66 მილიარდად აფასებენ. კომპანიების შერწყმის შედეგად მიღებული კომპანიის დღიური საპროგნოზო გამომუშავება 140,000 ბარელია. დღეს, ბარელი ნედლი ნავთობი ბირჟაზე $68-ად ივაჭრება, როცა ბარელი ბრენტის ფასი $72-ია. რუსული ურალსი, ამ დროისთვის, ასევე $68 ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები