მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Shell-მა BP-ის ყიდვა გადაწყვიტა?

bp shell
BM. GE
26.06.25 23:15
334

British Petroleum-ის აქციების ფასი თითქმის 2%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ Shell-მა რთულ ვითარებაში მყოფი კონკურენტის შეძენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. იმის მიუხედავად, რომ კომპანია ამას ოფიციალურად არ ადასტურებს, BP-ს მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციები მაინც არ წყდება. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ნავთობ-გიგანტის აქტივისტი ინვესტორის, Elliott Management-ის მოთხოვნაა, კომპანიაში სტრატეგიული ცვლილებები განხორციელდეს.

გასული 5 წლის განმავლობაში, Shell-მა BP-ზე გაცილებით უკეთესი შედეგი დადო, მიზეზი კი კომპანიის მიერ გათხევადებული გაზის გაყიდვაზე გადართვა აღმოჩნდა. ამ პერიოდში ნავთობ-გიგანტის აქციების ფასები 100%-ზე მეტით გაიზარდა, British Petroleum-ის ღირებულება კი მხოლოდ 34%-ით გაიზარდა. მიზეზი, ერთი მხრივ, მწვანე ენერგიის მიმართულებით განხორციელებული წარუმატებელი პროექტი, მეორე მხრივ კი მმართველი რგოლის არასტაბილურობა გახდა.

ორი ნავთობ-გიგანტის გაერთიანება მექსიკის ყურეში მნიშვნელოვან ძალის ცენტრს შექმნიდა, თუმცა Shell-ის ინვესტორები იდეას ნაკლებად უჭერენ მხარს, რადგან ბოლო პერიოდში კომპანიას, BP-ს მსგავსად აქვს წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემა.

თუ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდა და ორი ნავთობ-გიგანტი გაერთიანდა, ეს იქნება 1999 წელს Mobil-ისა Exxon-ის შერწყმის შემდეგ ყველაზე მასშტაბური გარიგება სექტორში. არსებობს ვარაუდი, რომ BP-ს შეძენით სხვა კომპანიები, მათ შორის Exxon-ი და Chevron-იც არიან დაინტერესებულები. უცნობია, საბოლოოდ როგორ წარიმართება მოვლენები, თუმცა ფაქტია, ფინანსური ვალდებულებების მატება და კომპანიის მიერ ნავთობისა და გაზის წარმოების ძველ სტრატეგიაზე დაბრუნება კიდევ უფრო ზრდის BP-ს გაყიდვის ალბათობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები