მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SHELL-მა I კვარტალში $9.6 მილიარდის მოგება მიიღო

64537f6189c9b
გიორგი თოლორდავა
04.05.23 14:48
932
უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანიის, Shell-ის მოგება და შემოსავლები 2023 წელის პირველ კვარტალში რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, კომპანიამ 9 მილიარდ 600 მილიონი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

ცნობისთვის, ანალიტიკოსები დაახლოებით 1 მილიარდი დოლარით ნაკლები მოგების მიღებას პროგნოზირებდნენ, თუმცა თხევად გაზზე (LNG) მოთხოვნის მკვეთრმა ზრდამ Shell-ის შემოსავლებიც ზრდაც გამოიწვია.

საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, Shell-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული. გასული 2022 წელი Shell-მა რეკორდული 40 მილიარდი დოლარის მოგებით დახურა.

დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგების გარდა, Shell-ის ხელმძღვანელობა მომდევნო წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვასაც გეგმავს. კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

ერთწლიან ჭრილში Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 7%-ითაა გაზრდილი და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 162 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს.

1907 წელს ლონდონში დაფუძნებული Shell-ი მსოფლიოს მასშტაბით 86,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და ის გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო შემოსავლების უდიდესი კონტრიბუტორია.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები