მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SHELL-მა რეკორდული $40 მილიარდის მოგება მიიღო

63db710aecbb5
გიორგი თოლორდავა
03.02.23 00:05
866
უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანიის, Shell-ის მოგება და შემოსავლები 2022 წელს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. საერთო ჯამში, კომპანიამ 40 მილიარდი დოლარის მოგების მიღება შეძლო, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

გასული 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულეს ენერგეტიკულ სექტორში წარმოდგენილმა სხვა მსხვილმა კომპანიებმაც, მაგალითად: ExxonMobil-მა $56 მილიარდის მოგება მიიღო; Chevron-მა კი წელი $35-მილიარდიანი მოგებით დაასრულა.

დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგების გარდა, Shell-ის ხელმძღვანელობა მომდევნო წლის განმავლობაში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვასაც გეგმავს. კომპანიის მიერ საფონდო ბირჟიდან აქციების გამოსყიდვის მიზანი აქციონერებისთვის დივიდენდური შემოსავლების გაზრდაა. ზოგადად, მსგავს სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ის პირდაპირ დადებითად აისახება მათი აქტივის ღირებულებაზე.

ზოგადი საფონდო ინდექსების დაღმასვლისა და რეცესიული რისკების განვითარების მიუხედავად, Shell-ის წარმატება საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე ნავთობისა და ბუნებრივი აირის მკვეთრი გაძვირებითაა განპირობებული, რამაც კომპანიის შემოსავლების ზრდა გამოიწვია.

ერთწლიან ჭრილში Shell-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 24%-ითაა გაზრდილი და ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 200 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც მას ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიად აქცევს.

1907 წელს ლონდონში დაფუძნებული Shell-ი მსოფლიოს მასშტაბით 86,000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და ის გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო შემოსავლების უდიდესი კონტრიბუტორია.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები