შემოქმედებითი სააგენტო Playmakers ICOM NETWORK-ის წევრი ხდება. ოფიციალური ხელმოწერა 10 ნოემბერს, 17:00 საათზე, დიზაინ ინსტიტუტში გაიმართება.
ICOM - სარეკლამო და მარკეტინგული კომუნიკაციების დამოუკიდებელი სააგენტოების მსოფლიო ქსელია, რომელიც 50 ქვეყნიდან 70-ზე მეტ სააგენტოს აერთიანებს. ICOM-ის მისიაა, ხელი შეუწყოს წევრების განვითარებას - თანამშრომლობის, ინოვაციების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით. ICOM-ის სააგენტოები მომხმარებლებს სთავაზობენ გამორჩეულ შემოქმედებით და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს და ამავდროულად დამოუკიდებლობას ინარჩუნებენ.
"ასეთი სააგენტოების ერთობა დინამიკურ და მრავალფეროვან ქსელს ქმნის. Playmakers ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ახლა ICOM Network-ის წევრი იქნება. საქართველოში პატარა ბაზარია, თუმცა აქ შექმნილი შემოქმედებითი კამპანიები, დიდი ხანია ქვეყნის საზღვრებს გარეთ აღინიშნება, მათ შორისაა, Playmakers-ის ნამუშევრებიც.
Playmakers მმართველმა პარტნიორებმა: კოკა ქამუშაძემ, მარი ლორთქიფანიძემ, ნუკა შევარდნაძემ და გიო ფრანგიშვილმა 2023 წელს შექმნეს და დღეს ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან სააგენტოდ ითვლება. დაარსებიდან დღემდე Playmakers-მა 50-ზე მეტი საერთაშორისო შემოქმედებითი ჯილდო მიიღო, მათ შორის ADCE-ს გრანპრი და European Star Special Prize. მისი ნამუშევრები ასევე ჯილდოებით აღინიშნა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორიცაა - The One Show, Clio Awards, Epica Awards და Cannes Lions.






















