მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოსავალი უცხოური კომპანიებიდან, აგარაკები... - რა ქონებას ფლობს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე?

ლაშა დოლიძე

აგარაკები, 2 მანქანა, ხელფასი მინისტრის მოადგილის პოსტზე და შემოსავალი უცხოური კომპანიებისთვის კონსულტირების გაწევით - ასეთია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ლაშა დოლიძის ქონებრივი დეკლარაციის მოკლე აღწერა, რომელიც მან 2025 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით შეავსო.

პროფესიით განვითარების ეკონომიკის მაგისტრი ლაშა დოლიძე უწყებაში 2017 წლიდან მუშაობს. თავდაპირველად ის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა. 2025 წლის მარტიდან კი ის დავით სონღულაშვილის მოადგილედ დაინიშნა.

როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, საჯარო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე საერთაშორისო კომპანიებში DAI Global-ისა და SEEDEV Consulting-ის დამოუკიდებელი კონსულტანტი იყო. ამისთვის მან პირველ კომპანიაში 3 135 დოლარის, ხოლო მეორე კომპანიაში 12-დღიან კონსულტირებაში 4 917 დოლარის შემოსავალი მიიღო.

2025 წლის 18 მარტიდან წლის ბოლომდე კი მინისტრის მოადგილის პოსტზე მან ხელფასის სახით 80 446 ლარი აიღო.

მინისტრის მოადგილე ლანჩხუთში მემკვიდრეობით მიღებულ 3 700 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთს, ასევე გლდანში 45 კვ.მ.-ის ბინას ფლობს. 2008 და 2010 წლებში კი მან სოფელ მუხათწყაროში 540 კვ.მ.-ის ფართის აგარაკი 14 000 დოლარად და მუხათწყაროს ტერიტორიაზე 540 კვ.მ.-ის აგარაკი 2000 დოლარად იყიდა.

მოძრავი ქონების სახით, ლაშა დოლიძე უთითებს 2 ავტომობილს, აქედან ერთი KIA NIRO გასული წლის იანვარში 8000 დოლარად იყიდა, MITSUBISHI PAJERO კი 2021 წელს 10 000 ლარად. მისი დედის ციური თოდაძის სახელზეა MERCEDES-BENZ GL 450, romelic 2021 წელს 20 000 დოლარად აქვს ნაყიდი.

ქონებრივ დეკლარაციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სხვა უძრავ ან მოძრავ ქონებას, ასევე ძვირფას ნივთებს არ უთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები